რას ითხოვენ ბათუმის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები?
Tbilisi Daily
ბათუმის აგრარული ბაზრის მოვაჭრეების საიჯარო გადასახადისგან დროებით გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერები შეგროვდა. დოკუმენტის აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთვის გადაგზავნას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უზრუნველყოფს. ხელმოწერები სწორედ მათ შეაგროვეს. ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ მოვაჭრეები ე.წ. ხოფის ბაზრობის მსგავსად ფართის გადასახადისგან წლის ბოლომდე უნდა გათავისუფლდნენ, ხოლო ბიზნესოპერატორის სუბსიდირება რესპუბლიკური ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს. უმაღლესი საბჭოს დეპუტატის გია აბულაძის თქმით, რეგიონს ამის ფინანსური რესურსი აქვს. მოვაჭრეები საკმაოდ მაღალ გადასახადებთან ერთად, კომუნალურ გადასახადებზე და საბანკო სესხებზე საუბრობენ.
ყვებიან, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში პროდუქციას ვერ ყიდიან. ბაზრის ადმინისტრაციას საიჯარო თანხის შემცირების მოთხოვნით უკვე მიმართეს, თუმცა უარი მიიღეს.