წინასწარი მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობამ 26,29% შეადგინა - ცესკო
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 26,29%.
მათივე განცხადებით,ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ აჭარის რეგიონშია 39,29%, ყველაზე დაბალი მეშვიდე მაჟორიტარულ, ნაძალადევის ოლქში 20,04%.
'მეორე ტურში არსებითი ხარვეზები არ გამოვლენილა და მთელი დღისგანმავლობაში ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში.
წინასწარი მონაცემებით, 20:00 საათის მონაცემებით ამომრჩევლის აქტივობამ შეადგინა 26,29%. კენჭისყრაშიმონაწილეობა მიიღო 562 664 ამომრჩეველმა.
საოლქო-საარჩევნო კომისიებში დღის განმავლობაში შევიდა 12 საჩივარი და უმრავლესობა პროცედურულ ხარვეზებს შეეხებოდა. საუბნო შემაჯამებელი ოქმების შედგენის შემდგომ საარჩევნო უბანზე პროცედურების დასრულების შემდგომ ოქმები მიეწოდება საოლქო-საარჩევნოკომისიებს, რომლებიც თავის მხრივ უმოკლეს ვადაში ატვირთავენ სპეციალურ ელრქტრონულ პროგრამაში
ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ აჭარის რეგიონშია 39,29%, ყველაზე დაბალი მეშვიდე მაჟორიტარულ ნაძალადევის ოქმში 20,04%'-აცხადებენ ცესკოში.