უდუმაშვილის თქმით, ოპოზიცია გეგმებზე ხელისუფლებასთან მესამე შეხვედრის გამართვის შემდეგ ისაუბრებს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც უნდობლობას უცხადებენ ცესკოს მონაცემებს, კიდევ ერთი შეხვედრა გამართეს. შეხვედრიდან გამოსულმა პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ისინი "ქართულ ოცნებასთან" შეხვედრის მესამე რაუნდს ელოდებიან. "ჩვენ ვიმსჯელეთ როგორ გაგრძელდება მშვიდობიანი აქციები. კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მას შემდეგ მივიღებთ, რაც ჩაინიშნება მესამე რაუნდი და გვეცოდინება, რა დათმობებზე შეიძლება წავიდეს ხელისუფლება", - თქვა ზაალ უდუმაშვილმა, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა. ცესკოს მონაცემებით, 31 ოქტომბრის არჩევნებით საქართველოს პარლამენტში 8 ოპოზიციური პარტია ხვდება, "ქართულ ოცნებას" კი უმრავლესობა, 90 დეპუტატი ეყოლება. ოპოზიცია ამ შედეგებს უნდობლობას უცხადებს, ვადამდელ არჩევნებს ითხოვს და უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე. https://www.radiotavisupleba.ge/a/30966314.html #ახალი_ამბები #twitter #არჩევნები_2020