დაკავებულია წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე და მერიის ერთი თანამშრომელი.
Zugdidi Daily
აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წუხელ გვიან ღამით საბერიო- ფახულანის საოკუოაციო საზღვართან, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია და მერიის კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავეს.
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეს სამსახურეობრივ, მასზე განპიროვნებულ პრადოში უაქციზო, კონტრაბანდული სიგარეტები ყუთობით ჰქონდა.
თემურ ღვინჯილია და მერიის კიდევ ერთი თანამშრომელი კონტრაბანდული სიგარეტების ე.წ საზღვრიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადატანით იყვნენ დაკავებული.
თბილისში მყოფი წალენჯიხის მერი ბესიკ ფარცვანია ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს და აქედან გამომდინარე კომენტარს ვერ აკეთებს :
“მეც ახლა გავიგე. თბილისში ვარ, არ ვარ ადგილზე და დეტალები არ ვიცი, არც რაიმე ოფიციალური ცნობა მიმიღია. თბილისში უნდა ჩამოსულიყო, აქ გვქონდა შეხვედრა. ახლობლებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ დაკავებულია. სხვა არაფერი ვიცი”, – განაცხადა ბესიკ ფარცვანიამ.
#წალენჯიხა #სამეგრელო #აფხაზეთი #თბილისი #საკრებულო #მერია #საოკუპაციოსაზღვარი #მერი
#zugdididaily
_____________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com