205 სანტიმეტრის სიმაღლის სპორტსმენი ოკეანის ტალღამ დაფარა

Tbilisi Daily

TMZ-ის ინფრომაციით, ცნობილი ამერიკელი მოჭიდავე და მსახიობი შედ გასპარი წყნარ ოკეანეში, მიქცევის დაწყებისას დაიკარგა. გასპარი ცნობილი გახდა WWE-ის ეგიდით ჩატარებული ბრძოლებით გახდა, რომლის დროსაც რინგზე (არაპროფესიონალურ, დრეკადი იატაკის მქონე) მიმდინარეობს დადგმული წარდმოდგენა ჩხუბის სახით. 205 სანტიმეტრის სიმაღლის 39 წლის გასპარი ლოს ანჟელესის ერთ-ერთ პლაჟზე ცოლსა და 10 წლის შვილთან ერთად იმყოფებოდა. სპორტსმენი ვაჟთან ერთად მოულოდნელად წამოსულმა მიქცევის ტალღებმა ოკეანის სიღრმისკენ გაიტაცა. მაშველებმა პირველად გასპარს მიაგნეს, თუმცა მამამ შვილის გადარჩენა ითხოვა. მაშველებმა ბიჭუნა ნაპირზე გამოიყვანეს, ხოლო მამა მას შემდეგ აღარავის უნახავს, რაც ოკეანის ტალღამ დაფარა. სამძებრო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს, თუმცა ლოს ანჟელესის სანაპირო დაცვაში არ გამორიცხავენ, რომ სპორტსმენი დაიხრჩო. გასპარის მეუღლემ, კი "ინსტაგრამზე" პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ნაცნობებს მიმართავს, რომ შეატყობინონ, თუ შედს სადმე შეამჩნევენ...