როგორ ვლინდება კავასაკი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციების შემდეგ
Tbilisi Daily
ოლო პერიოდში დასავლური მედია ხშირად საუბრობს კორონავირუსის შემდგომ განვითარებულ კავასაკი სინდრომზე ბავშვებში, რომელიც ცხელებით მიმდინარეობს და ყველაზე ხშირად 5 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება.
საყურადღებოა, რომ კავასაკის სინდრომი გულის შეძენილი დაავადების ერთ-ერთი ხშირი მიზეზია. საქართველოში ამ გართულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. აშშ-ში კი ამ სინდრომის 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და 3 ბავშვი გარდაიცვალა. მათ კავასაკის სინდრომი კოვიდინფექციის გადატანის შემდეგ განუვითარდათ.
ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „იმედის დილაში“ ამ თემაზე საუბრისას განაცხადა, რომ პანდემიის პერიოდში კავასაკის სინდრომი, როგორც გართულება საქართველოში არ დაფიქსირებულა.
„ჯერჯერობით არცერთ კლინიკას არ გაუვრცელებია კავასაკის სინდრომის ბავშვის მიღების შესახებ. რომ ყოფილიყო შემთხვევა ამის შესახებ ნამდვილად ითქმებოდა“, - დასძინა ბუწაშვილმა
ინფექციონისტის განცხადებით, კავასაკის სინდრომი მხოლოდ კორონავირუსთან დაკავშირებული არ არის და იგი დიდი ხანია ისტორიულად არსებობს, თუმცა შემთხვევები ბოლო პერიოდში გახშირდა.
„დაავადების გამომწვევი ხშირად უცნობია, თუმცა ინფექციურ დაავადებებს უკავშირებენ. მეტწილად კორონავირუსის დაავადების გადატანის შემდეგ მოყვება სიმპტომები. კანზე სფეციფიური გამონაყარი, ლინფური კვანძების გადიდება, თვალზე კონიუტქივიტი, მაღალი ტემპერატურა და სხვადასხვა სახის გაურკვეველი ტკივილი“, - განაცხადა ბუწაშვილმა.
მისივე თქმით, იგი ფაქტიურად სისხლძარღვების ანთებას წარმოადგენს და გულს აზიანებს.