საქართველოში კორონავირუსით კიდევ 22 ადამიანი გარდაიცვალა

Tbilisi Daily

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 22 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 307-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ჯამში 38 936-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 881 პაციენტი და საერთო რაოდენობა 22 691 -ს შეადგენს