ჯანმო: მსოფლიო ახალ და სახიფათო ეტაპზეა
Tbilisi Daily
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს გებრეიესუსი აცხადბს, რომ მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის ახალ და სახიფათო ეტაპზეა.
მისი თქმით, ადამიანებს სახლში ყოფნა მოსწყინდათ და ვირუსი სწრაფად ვრცელდება.
”მსოფლიო ახალ და სახიფათო ეტაპზეა. ბევრ ადამიანს სახლში ყოფნა მოსწყინდა, რაც გასაგებია. ქვეყნებს ეკონომიკის გახსნა სურთ. თუმცა, ვირუსი სწრაფად ვრცელდება, ის მაინც მომაკვდინებელია და ადამიანების უმრავლესობა კვლავ რისკის ქვეშ არის" , - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი.