''რაც შეეხება სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერებას..."

Gori Daily

გორის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, მოსწავლე მე-10 კლასელი გოგონაა. მისივე ცნობით, კლასი ჰიბრიდული მოდელით სწავლობს და ინფექციის დადასტურებამდე ორი დღე დისტანციურად უტარდებოდათ გაკვეთილები. "აღნიშნული კლასი ჰიბრიდული მოდელით სწავლობს და ინფექციის დადასტურებამდე ორი დღის განმავლობაში, დისტანციური რეჟიმით უტარდებოდათ გაკვეთილები, შესაბამისად, კლასში კონტაქტები არ ჰქონია, თუმცა, სკოლის გარეთ კონტაქტები ჰქონდა მეგობრებთან და აღნიშნული მოზარდები გადაყვანილები არიან თვითიზოლაციაში. პარალელურად, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები. რაც შეეხება სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერებას, ამ ეტაპზე კონტაქტების სიმცირიდან გამომდინარე ამის საჭიროება დღის წესრიგში არ დგას“, - განაცხადა ტერმაკოზაშვილმა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #კორონავირუსი #გორი #goridaily წყარო: რადიო მოზაიკა