ტოივო კლაარი თბილისსა და ოკუპირებულ აფხაზეთში შეხვედრებს გამართავს

Tbilisi Daily

სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი თბილისსა და ოკუპირებულ აფხაზეთში შეხვედრებს გამართავს. „რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისსა და სოხუმში ვიქნები. დისკუსიები გაიმართება ადგილობრივ საკითხებზე, მაგრამ რეგიონული ვითარება ასევე მნიშვნელოვან როლს ითამაშებს“, – დაწერა ტოივო კლაარმა სოციალურ ქსელში.