ხულოში სახლი დაიწვა
Tbilisi Daily
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურაში მცხოვრები 7 სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.
საცხოვრებელი სახლი სრულად დაიწვა, ცეცხლი დამხმარე ნაგებობასაც მოედო. ხანძრის ჩაქრობას ამ წუთებში სამაშველი სამსახურის რამდენიმე ბრიგადა ცდილობს. ხის სახლში სამი მცირეწლივანი ცხოვრობს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარ ფაქტს ხულოს მერიიის შესაბამისი სამსახური შეისწავლის. ვაშაყმაძეების ოჯახს მერია დროებით ქირით გაიყვანს, ამ პერიოდში კი ზარალს შეისწავლიან .
ამ დროისთვის დაზარალებული ოჯახი მეზობელს აფარებს თავს.
#news#რეგიონი#აჭარა#ხულო#ხანძრი#სახლი#Tbilisidaily#newsdaily#