აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარეობს ოპოზიციის აქცია

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ვადამდელი საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების მოთხოვნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახლთან მიმდინარეობს ოპოზიციის აქცია. შეკრების ორგანიზატორი პოლიტიკური პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ უარს აცხადებენ მაჟორიტარულ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობასა და  მოპოვებულ მანდატებზე, როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე რეგიონის უმაღლეს საბჭოში.  ბათუმში შეკრებილ ოპოზიციას ჯერ არ გადაუწყვეტია რეგიონში გააგრძელებენ პროტესტს თუ 8 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ აქციას შეუერდთებიან. „ნაციონალური მოძრაობა" ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც 31 ოქტომბერს აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლის უფლება მოიპოვა, თუმცა ის უარს ამბობს მანდატებზე.  https://www.radiotavisupleba.ge/a/30928086.html #ახალი_ამბები #twitter