ზემო ნიქოზთან ოკუპანტებმა ე.წ. ბორდერიზაცია განაახლეს
Gori Daily
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზთან რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. ფაქტს ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც.
უწყებაში ამბობენ, რომ აღნიშნულის შესახებ ცხელი ხაზია გააქტიურებული.
"ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები. უსაფრთხოების გარემოს დაზიანების კუთხით, საოკუპაციო ძალების მიერ გადადგმული დესტრუქციული ნაბიჯები, კიდევ ერთხელ მწვავედ იქნება დასმული, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM), ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდებზე", - აცხადებენ სუს-ში
ინფორმაციისთვის, 13 სექტემბერს ოკუპანტებმა უკანონო ბორდერიზაცია განაახლეს სოფელ ხურვალეთთანაც.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#goridaily
წყარო - qartli.ge