ქედაში მშენებლობა არ შეწყდება

Batumi Daily

ქედაში მშენებლობა არ შეწყდება. აჭარის ტელევიზიის ცნობით, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მიუხედავად, ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები არ შეწყდება. ქედის მერის მოადგილე, როლანდ ბერიძე ამბობს, რომ ტენდერები წლის დასაწყისში გამოცხადდა და ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია, მშენებლობები კი დროულად მიმდინარეობს. ქედაში დაგეგმილია ადგილობრივი მუზეუმის რეაბილიტაცია. ასევე, მიმდინარეობს ნაპირსამაგრი სამუშაოები საცხოვრებელი სახლების წყლისგან დასაცავად.