ემანუელ მაკრონი: ვირუსი ჩვენთან სულ მცირე 2021 წლის ზაფხულამდე იქნება

Tbilisi Daily

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყანას ვირუსთან ერთად ცხოვრება სულ მცირე 2021 წლის ზაფხულამდე მოუწევს. „ეს ვირუსი ჩვენთან სულ მცირე 2021 წლის ზაფხულამდე იქნება. ყველა მეცნიერი მკაფიოდ ამბობს ამას. ჩვენ ეტაპობრივად უნდა გადავიდეთ სტრატეგიისკენ, რომლის არსი შემდეგია: ტესტირება, პრევენცია და დაცვა. ყველაფერი ეს ნოემბერსა და დეკემბერში უნდა გავაძლიეროთ“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა. საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, კოვიდსიტუაციის გაუარესების გამო, ქვეყანაში 17 ოქტომბრიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება. გარდა ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტმა პარიზსა და კიდევ რამდენიმე დიდ ქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადა. კომენდანტის საათი ილ-დე-ფრანსის რეგიონში, გრენობლში, ლიონში, მარსელში, მონპელიეში, რუანში, ლილში, ტულუზასა და სენტ-ეტიენში 17 ოქტომბრიდან ამოქმედდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსის 779 063 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 33 037 ადამიანი გარდაიცვალა.