ჩვენი დევიზია „მეტი ვანო მერაბიშვილი ოპოზიციას“ - კობახიძე
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=143917
თქვენ იცით ჩვენი დევიზი, ეს არის - მეტი ვანო ოპოზიციას, - ამის შესახებ განცხადება, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა, რითაც ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური მომავლის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. კობახიძის თქმით, ოპოზიციას წარმატების შანსი არც ერთ შემთხვევაში არ ექნება.
„თქვენ იცით ჩვენი დევიზი, ეს არის - მეტი ვანო ოპოზიციას. რაც მეტი ვანო იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა პარტიაში, მით უკეთესი. დანარჩენი ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს. მათ არც ისე, არც ასე - არანაირი ფორმით არ აქვთ წარმატების შანსი,"- განაცხადა კობახიძემ.