იძულებით გადაადგილებული პირები მათ დასახლებებში აფთიაქების გახსნას ითხოვენ
Gori Daily
იძულებით გადაადგილებული პირები თავიანთპ დასახლებებში აფთიაქების გახსნას ითხოვენ. მათი განმარტებით, პანდემიის პერიოდში ამ მხრივ არსებულ ვითარებას ისიც ემატება, რომ საჭირო მედიკამენტების შესაძენად გადაადგილება ხშირად ქალაქში ან მეზობელ სოფელში უწევთ. გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში (სკრა, ბერბუკი, საქაშეთი, სავშვები და ხურვალეთი) მდებარე დევნილთა დასახლებებში ამბობენ, რომ მათთან სამედიცინო მიმართულებით, არანაირი დაწესებულება არ ფუნქციონირებს, რაც მათ მძიმე ყოფას უფრო მეტად ართულებს.
"ძალიან უშლის ხელს მოსახლეობას უაფთიაქობა. საქაშეთის დევნილთა დასახლებაში ძირითადად მოხუცები ცხოვრობენ და გადაადგილება უჭირთ, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. კომენდანტის საათის დროს დაგვჭირდა წამლები სასწრაფოდ და ვიდრე პოლიციას არ დავუკავშირდით და დეტალურად არ მივაწოდეთ ინფორმაცია ყველაფერზე, მანამდე არ მოგვცეს გადაადგილების უფლება შინდისის აფთიაქამდე. ვისაც მანქანა არ ჰყავს, ის წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაშია",-ამბობს საქაშეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები, მაია ქურდაძე.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე,სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#ახალიამბები
#გორი
#დევნილები
#ოკუპაცია
#goridaily
წყარო: რადიო მოზაიკა