დღეს მთავრობამ ბუნდოვანი გეგმა წარადგინა - გოცირიძე

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142203 ეს იყო თვალში ნაცრის შეყრა. რაც მოვისმინეთ, დაუსაბუთებელია. სახელმწიფო ბიუჯეტი არ იქნა წარმოდგენილი და ახლა დავრწმუნდი, თუ რატომ შეეშინდა მთავრობას ბიუჯეტის წარმოდგენა - ამის შესახებ განცხადება, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ, პირველ არხთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, მთავრობის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმის სოციალური დახმარების ნაწილი ძალიან მწირია, ბიზნესის დახმარების ნაწილი არარეალისტურია, საგადასახადო მიმართულებით გაკეთებული შეთავაზება კი, ბიზნესს ვერავითარ შვებას ვერ მოუტანს. „შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო თვალში ნაცრის შეყრა. რაც მოვისმინეთ, დაუსაბუთებელია. სახელმწიფო ბიუჯეტი არ იქნა წარმოდგენილი და ახლა დავრწმუნდი, თუ რატომ შეეშინდა მთავრობას ბიუჯეტის წარმოდგენა. მათი გეგმა არის რაღაც პროპაგანდისტური პროექტი, რომელსაც რეალური ფინანსური დატვირთვა არ აქვს და ტყუილებშიც კი, ვერ აღმოჩნდნენ სათანადო დონეზე. მოსახლეობისთვის პირდაპირი დახმარება არც მეტი და არც ნაკლები – 200 მილიონი დოლარია. გასაცოდავებული და გაუფასურებული ლარის პირობებში, ეს 660 მილიონი ლარია, რასაც ემატება კომუნალური გადასახადების შეღავათები, სადღაც 140 მილიონ ლარამდე. მთელი ეს პაკეტი, რაც ნახევარი წლის განმავლობაში მოსახლეობას ფაქტობრივად სახლში გამოკეტილ და უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს უნდა შესთავაზონ, 800 მილიონი ლარია, ანუ, 250 მილიონი დოლარი. სად არის სამი მილიარდი და მილიარდ ნახევარი სახელმწიფო ბიუჯეტში? ბიუჯეტში მილიარდ ნახევარი რომ შესულიყო, ეს იქნებოდა დღევანდელი კურსით ხუთი მილიარდი ლარი“, – აღნიშნავს გოცირიძე.