ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

Tbilisi Daily

ბოლივიის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა. მარია ეიდი როკას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 38,000 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის, 1,378 ლეტალური. „როიტერის“ ინფორმაციით, გადატვირთულია საავადმყოფოები და სასაფლაოები. ბოლივიის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პიკი აგვისტოში ან სექტემბერში იქნება.