საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის შეხვედრებს ბათუმში ჩაატარებს
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის ბოლო ორ საშინაო შეხვედრას ბათუმის ახალ სტადიონზე გამართავს. ინფორმაცია უეფას ოფიციალურ გვერდზეა მითითებული. 5 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ბათუმში სომხეთის ნაკრებს მიიღებს, ხოლო 18 ნოემბერს ერთა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრა ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ ასევე ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართება.
ბათუმის ახალი სტადიონი უეფას მეოთხე კატეგორიის ა და 20 000 გულშემატკივარს იტევს. სტადიონის გახსნა კორონავირუსის პანდემიის გამო ორჯერ მაისში და სექტემბერში გადაიდო.