დნმ ექსპერტიზის დასკვნით, ცხედარი თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის
Tbilisi Daily
ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორის, დავით გუმბერიძის ინფორმაციით, დნმ-ის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღმოჩენილი ცხედარი თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის.
ამასთან, პროკურორის განცხადებით, ოჯახი დნმ-ის დასკვნას დღესვე გაეცნობა.
"დნმ-თან დაკავშირებით, ის ეჭვები, რაც ოჯახს ჰქონდა გამოირიცხა. დადგინდა, რომ გარდაცვლილი წარმოადგენს მათ შვილს“, – განაცხადა დავით გუმბერიძემ.
ცნობისთვის, გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი , დღეს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა.