კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებები ზუგდიდში
Zugdidi Daily
"კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში“, მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, საზოგადოებრივ ტრანსპორტს დეზინფექცია ყოველდღიურად უტარდება. სადეზინფექციო საშუალებებით დამუშვების პროცესს დღეს ზუგდიდის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა გაეცნო.
“მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, სისტემატურად ვატარებთ სადეზინფექციო სამუშაოებს. ვაგრძელებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექციას. მნიშვნელოვანია, მგზავრობა მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს და ასეთ სამუშაოებთან ერთად ჩვენი ხალხის მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით მინიმუმამდე დავიყვანოთ რისკები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს თანაქალაქელებს, დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები. წესების დაცვით, პირბადის ტარებით, სოციალური დისტანციის დაცვითთ, ხელი უნდა შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას. კოვიდ 19-ს ერთად დგომით უნდა გავუმკლავდეთ“-აღნიშნა კონსტანტინე კაკავამ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას გათვალისწინებულია ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია.
ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 15 ახალი ავტობუსი ჰყავს, წლის ბოლოსთვის კი ავტოპარკი 25 ახალი ავტობუსით განახლდება.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#სამეგრელლ
#კორონავირუსი
#zugdididaily
წყარო: რადიო ათინათი