სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დიდუბეში, ბოლოს კი იარაღი-ახალგაზრდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

Pirveliradio Ge

დიდუბეში ახალგაზრდებს შორის სიტყვიერ გარჩევას ფიზიკური მოჰყვა, რასაც ცელხლსასროლი იარაღით გასროლა მოყვა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების თქმით, არავინ დაშავებულა, მათივე ვარაუდით, ერთ-ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით დაშინების მიზნით ჰაერში გაისროლა. „გაწევ-გამოწევა იყო ახალგაზრდებს შორის. ხმაური და გასროლის ხმა იყო. ღმერთმა გვიშველა, რომ არავინ დაშავებულა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ერთ-ერთმა თვითმხილველმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა იქვე მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან ვიდეოჩანაწერები ამოიღეს. უცნობია დაკავებულების შესახებ ინფორმაცია. http://pirveliradio.ge/index.php?newsid=147154