ისრაელმა ღაზას სექტორი დაბომბა

Tbilisi Daily

ისრაელმა ღაზას სექტორი დაბომბა. ავიადარტყმები რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. მანამდე ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა ისროლეს, რომელიც ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემამ გაანადგურა.