ბათუმის სამშობიარო სახლში 16 კოვიდინფიცირებული ორსული მკურნალობს

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ბათუმის სამშობიარო სახლში ამ ეტაპზე 16 კოვიდინფიცირებული ორსული მკურნალობს. სამშობიარო სახლის დირექტორის განცხადებით, ყველა ორსულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ნუგზარ პაპავას თქმით, 2 ორსული 38 კვირისაა, რომლებსაც სავარაუდოდ ახლო მომავალაშიდასჭირდებათმშობიარობა ან საკეისრო კვეთა. 'ბათუმის სამშობიარო სახლში ამჟამად მკურნალობას გადის 16 კოვიდდადასტურებულიორსული. ყველა მათგანის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, კარგი. სიმპტომები არ გააჩნიათ ფაქტიურად, მხოლოდ 1პაციენტს აღენიშნება მსუბუქი ხველება, ტემპერატურა არცერთთან არ ფიქსირდება, ისინი თავს კარგად გრძნობენ, 2 პაციენტი არის 38 კვირის, რომლებსაც რამდენიმე დღეში დასჭირდებათმშობიარობა ან საკეისრო კვეთ'-განაცხადა ნუგზარ პაპავამ.