დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 20 263 ახალი შემთხვევა დადასტურდა

Tbilisi Daily

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 20 263 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 232 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 1 869 666 შემთხვევა გამოვლინდა, 64 402 ადამიანი კი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.