გიორგი გახარია: ლოკდაუნს არ გამოვაცხადებთ
Tbilisi Daily
დღეს მსოფლიოში ინფიცირების რაოდენობა რეკორდულად იზრდება, ასევე მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს საქართველოშო. ჩვენ პირველი ტალღის დროს სწორად შევაფასეთ ჩვენი რესურსები და მივიღეთ მტკივნეუული გადაწყვეტილება და საკმაოდ რთული ლოკდაუნი გამოვაცხადეთამის შესახებ გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ განმარტა, ახლა სხვა მდგომარეობაში ვართ და ლოკდაუნის გამოცხადება არ იგეგმება.
„დრეს, როდესაც მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება არის პირბადე, რომელიც 90%-მდე ამცირების დაინფიცირების რისკს, რა თქმა თქმა უნდა ჩვენს მსგავს ლოკდაუნს არ გამოვაცხადებთ, ამის აუცილებლობა არ არსებობს და ქვეყნის ეკონიმიკა ამას უბრალოდ ვერ გაუძლებს“- განაცხადა გიორგი გახარიამ.