მსოფლიოში იკლებს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მესამე კვირაა მსოფლიოში იკლებს დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები. ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსის შეფასებით, ეს დამაიმედებელი ამბავია მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ ქვეყნებში დაავადების შემთხვევები ისევ მზარდია.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, გლობალური კლების ტენდენცია აჩვენებს, რომ ვირუსის მართვა შესაძლებელია ახალი შტამების გავრცელების ფონზეც, ამიტომ აუცილებელია უკვე გამოცდილი წესების დაცვა.
მსოფლიო პანდემიის პერიოდში ინფიცირებულთა რაოდენობა 104 მილიონს უახლოვდება. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 75 მილიონს აჭარბებს. COVID-19-ით გარდაცლილია 2 მილიონზე მეტი ადამიანი.
სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინებით მსოფლიოში უკვე აცრილია 101 მილიონზე მეტი ადამიანი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31081531.html
#ახალი_ამბები
#twitter
#covid19_-_ახალი_ამბები