ივერი მელაშვილს ტექნიკის მაღაზიაში შეურაცხყოფა მიაყენეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
"კარტოგრაფების საქმეზე" ბრალდებულ ივერი მელაშვილს ერთ-ერთ ტექნიკის მაღაზიაში შეურაცხყოფა მიაყენეს. ვიდეომასალა "ფორმულას" თანამშრომელმა სოციალური ქსელით გაავრცელა.
ვიდეოს ავტორი, სოფო შამუგია ამბობს, რომ ის ინციდენტის მხოლოდ ფრაგმენტს შეესწრო და მისი ყურადღება "ალტას" მაღაზიაში ხმაურმა მიიქცია. მისი თქმით, დაცვის სამსახურის თანამშრომლები მხოლოდ კონფლიქტის დასრულების შემდეგ გამოჩნდნენ.
"მე ვფიქრობ, რომ პროვოკაციაა... მე ვფიქრობ, რომ პროპაგანდის არის თუ ვიღაც-ვიღაცებმა ამოჭრილი ლაპარაკი აჩვენებს, იმის შედეგი შეიძლება იყოს. რაიმე ისეთი არ მომხდარა, რაღაც მაკადრა და ხმამაღლა მელაპარაკა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი მათგანი, ვინც პროვოკაციებს აწყობს ხოლმე", - აღნიშნა მელაშვილმა "TV პირველთან" საუბრისას.
რადიო თავისუფლება ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და მისგან პასუხს ელოდება.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31080725.html
#ახალი_ამბები
#twitter
#covid19_-_ახალი_ამბები