"ვიფიქროთ ერთპიროვნულად მთავრობის ფორმირებაზე.."
Batumi Daily
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ასევე აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგები შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ“ მიიღო მოსახლეობის უმრავლესობის ნდობა.
''რა თქმა უნდა, ამ შედეგით, ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა სახელმწიფომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა. პირველ რიგში, მადლობას ვეუბნები ჩვენს ამომრჩეველს, ჩვენს მხარდამჭერებს. ის აქტივობა, რომელიც დაფიქსირდა, მათ შორის აჭარაში ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენს მოსახლეობასთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა."
თორნიკე რიჟვაძის თქმით, სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებით ეს იყო სამართლიან და კონკურენტუნარიან გარემოში გამართული არჩევნები.
"ყველა საერთაშორისო შეფასებით, სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებით ეს არჩევნები შეფასდა, როგორც სამართლიანი კონკურენტუნარიან გარემოში გამართული არჩევნები. რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის როგორც შიდა, ასევე საგარეო პოზიციონირებისთვის და დემოკრატიის კიდევ უფრო განვითარებისთვის." - განაცხადა რიჟვაძემ.
რიჟვაძის თქმით, უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინასწარ შედეგების მიხედვით, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ქართული ოცნება უმრავლესობაშია. "ეს გვაძლევს საშუალებას უკვე დღეის მდგომარეობით მათ შორის, ვიფიქროთ ერთპიროვნულად მთავრობის ფორმირებაზე. შესაბამისად, ის მოსალოდნელი პოტენციური მეორე ტურები, რომლებიც გაიმართება სხვადასხვა ოლქებში კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს უმრავლესობას აჭარის უმაღლეს საბჭოში."
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში