გოგი წულაია გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია, სავარაუდოდ,გულის შეტევით ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში შეიყვანეს. პოლიტიკოსი კლინიკაში დღეს დილით მოათავსეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. კლინიკაში კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაკეთებულა. წულაია მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში კენჭს წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მაჟორიტარად იყრის.