გორის ერთ-ერთ სოფელში კორონავირუსი დაფიქსირდა

Gori Daily

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა. ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო ქალმა, რომლის კონტაქტები უცნობია. მისი ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ქვახვრელში კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ტელეკომპანია ,,დიაში" მუშაობს. ორივე მოქალაქის ინფიცირების წყარო სხვადასხვაა. დღეს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი ტყვიავისა და კარბის სკოლების ერთ მასწავლებელს დაუდასტურდა, ასევე, - გორის მე-9 საჯარო სკოლის 2 მოსწავლეს. შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, გორში, კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა, კასპში - 1; სულ შიდა ქართლში 208 ინფიცირებულია, აქედან 1 უკვე გამოჯანმრთელდა. 208 ინფიცირებულიდან 38 კასპში; 5 - ხაშურში; 1 - ქარელში ცხოვრობს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #კორონავირუსი #ჭიდა ქართლი #გორი #goridaily წყარო: qartli.ge