ჩამოეწერებათ თუ არა ვალები უღატაკეს ქვეყნებს?

Headline

მსოფლიოს 300-ზე მეტმა კანონმდებელმა მოუწოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდს და მსოფლიო ბანკს, პანდემიის პირობებში ვალების ჩამოწერათ და დაეფინანსებინათ ღატაკი ქვეყნები. ინიციატივას სათავეში უდგანან აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატობის ყოფილი პრეტენდენტი, დემოკრატი ბერნი სანდერსი და დემოკრატი კონგრესმენი მინესოტის შტატიდან, ილჰამ ომარი. “არის მინიმუმი, რაც უნდა გააკეთონ მსოფლიო ბანკმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა, რათა თავიდან იქნეს აცილებული სიღატაკის, შიმშილისა და დაავადების წარმოუდგენელი ზრდა, რაც ასობით მილიონ ადამიანს ემუქრება“. - აცხადებს ბერნი სენდერსი. #corona #covid19 #economi #headline