ნანუკა ჟორჟოლიანი-კახი კალაძის მცირეწლოვანი შვილის ფოტოების ფრიალი ამაზრზენია!

Tbilisi Daily

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი თბილისში, აფრიკის დასახლებაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ბავშვების ფოტოების ფრიალი და მათი ბულინგი უნდა დასრულდეს. ,,კახი კალაძის მცირეწლოვანი შვილის ფოტოების ფრიალი ამაზრზენია! უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში შვილების ბულინგი მშობლების გამო! განსაკუთრებით თუ ისინი არასრულწლოვნები არიან! კალაძის არც ერთ შვილს, არაფერი დაუშავებია დღეს! დააშავა მამამ და მას მოკითხეთ!", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო, რასაც მოსახლეობის მხრიდან დაპირისპირება მოჰყვა, შემთხვევის დროს რამდენიმე პირი დააკავეს. მომხდარს თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა და ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკანონოდ მითვისებულ ტერიტორიაზე დემონტაჟს მხოლოდ მშენებარე ობიექტები დაექვემდებარა. მისივე ინფორმაციით, შენობა-ნაგებობებს, სადაც ოჯახები ცხოვრობენ, არავინ შეხებია.