როდის დაიწყება საქართველოში რამაზანის თვე?

Marneuli Daily

საქართველოში რამაზანის პირველი დღე, 24 აპრილის ღამეს დაიწყება. ამის შესახებ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა რამინ იგიდოვმა განაცხადა. მისი თქმით, რამაზანის პირველი დღე 24 ან 25 აპრილი იქნება.  რამინ იგიდოვმა ისიც აღნიშნა, რომ რამაზანის თვის დაწყებას მთვარის კალენდრით აცნობენ და სწორედ მთვარის გამოჩენით განისაზღვრება თუ როდის დაიწყება თვე. ამიტომ, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში რამაზანის პირველ დღედ 24 , ზოგ ქვეყნებში კი 25 აპრილი ჩაითვლება.  ისლამში რამაზანი ყველაზე წმინდა თვედ არის მიჩნეული. მას თერთმეტი თვის სულთანსაც უწდოებენ. მარხვა თავის ისტორიას ჰიჯრის კალნდრის მეორე წლიდან იღებს, როდესაც მუჰამედმა მედინეში ეს თვე დააწესა.  ყურანში ამ ღამესთან დაკავშირებით აიათიც არსებობს. ამ თვეში განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყველა მუსლიმი მარხულობს. ამ დროს ისინი ყველანაირ საჭმელზე, სასმელსა და სქესობრივ კავშირზე უარს ამბობენ. მოხუცებს ავადმყოფებს, მოგზაურობაში მყოფ ადამიანებს და ორსულ ქალებს აქვთ უფლება ამ დროს მარხვა არ დაიცვან, თუმცა წელიწადის სხვა დროს მუსლიმებმა მარხვა უნდა დაიცვან, ხოლო ავადმყოფებს, რომლებისთვისაც საერთოდ არ შეიძლება მარხვის შენახვა (შიმშილობა) შეუძლიათ სხვა პირს, ვინც მარხვას იცავს, გაუმასპინძლდნენ და ამით ერთგვარად გამოისყიდონ ქმედება, რადგან ეს მარხვის შენახვის ტოლფასია ისლამში. ბავშვები მარხვასა და ნამაზის ლოცვას ძირითადად გარდატეხის ასაკში იწყებენ, თუმცა მარხვას ბევრი ადრეულ ასაკშიც იწყებს, რელიგიის მიხედვით ლოცვის დაწყება სასურველია 7 წლის შემდეგ და ეს სულ უნდა გაგრძელდეს, დღეში ხუთჯერ ლოცვით. მარხვა გულისხმობს: მოთმინებას, თავმდაბლობას და სულიერ სიმშვიდეს. ეს დრო არის მიძღვნილი ღვთის საამებლად. ამ დროს ჩვეულებრივზე მეტად იკითხება ლოცვები. მარხვის დროს აუცილებელია მუსლიმმა ითხოვოს მოწყალება (მოინანიოს) ღვთისგან, ილოცოს სწორი გზის საპოვნელად და ყოველგვარი საცდურისაგან თავის ასარიდებლად. რამაზანის თვეში მარხვა მუსლიმებისსთვის ჰიჯრის მეორე (მილადის 622 წელი) წლიდან დაწესდა. რამაზანის თვე ადამიანებს ასწავლის სიყვარულის პრინციპებს, მოთმინების შემოწმების უფლებას აძლევს და ეს ყველაფერი მარხვით გამოიხატება. #მარხვა #რამადანი #ისტორია #MarneuliDaily