გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში 31 ივლისს ჩაინიშნა
Pirveliradio Ge
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში 31 ივლისს ჩაინიშნა. გამოძიებას ამ დრომდე 19 წლის ფეხბურთელის საქმეში განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალდება არც ერთი დაკავებულისთვის არ წარუდგენია. გამოძიებას დაკავებულთათვის განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალის წარსადგენად 2 კვირიანი ვადა დარჩა.
იმ შემთხვევაში თუ პროკურატურამ ბრალის დამძიმებისთვის საჭირო გარემოებები ვერ გამოკვეთა, არ არის გამორიცხული სასმართლო სხდომა გადაიდოს. თუმცა იმის გამო, რომ საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, გამოძიებას ვადები შეზღუდული აქვს.
http%3A%2F%2Fpirveliradio.ge%2Findex.php%3Fnewsid=147299