აჭარაში კორონავირუსის 78 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის78 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 451 პაციენტი, მძიმეა 98-ის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 28 პაციენტი. ბოლო მონაცემებით, აჭარაში კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებულია512 პირი, საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 71.