შვილმა მამა მოკლა სოფელ ლეწურწუმეში

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში, ურთიერთშელაპარაკებისას, შვილმა მამა ცივი იარაღით მოკლა. მომხდარის შემდეგ ახალგაზრდა კაცმა თვითმკვლელობა სცადა, თუმცა მისი გადარჩენა შეძლეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. https://www.radiotavisupleba.ge/a/31039439.html #ახალი_ამბები #twitter