ივანიშვილმა მითხრა, ეს თქვენი გადაწყვეტილება არისო - ზურაბიშვილი შეწყალებაზე
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=143754
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებაზე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის კითხვის ფორმით არ მიუმართავს, არამედ აცნობა გადაწყვეტილების შესახებ.
„მე კითხვის ფორმით კი არ მივმართე. მინდოდა, რომ ეს გადაწყვეტილება ცნობილი ყოფილიყო, რადგან ეს არის ქვეყნის ნორმალური მართვის ფორმა. არ შეიძლება, რომ უცებ, სიურპრიზები შეაგდო. ყველანი უნდა იყვნენ გაფრთხილებული. მითხრა, ეს არის თქვენი გადაწყვეტილება. როგორც, სხვათა შორის, მითხრა პირველივე დღიდან, როცა ამირჩიეს და როცა შევხვდით – რომ იცოდეთ, თქვენ კი დაგეხმარეთ ყველანაირად (იცით, „ოცნების“ დახმარებით ამირჩიეს), მაგრამ ეს არის თქვენი პრეზიდენტობა, დამოუკიდებელი და ნეიტრალური, როგორც კონსტიტუცია მოითხოვს და იცოდეთ, რომ თქვენ იქნებით დამოუკიდებელი თქვენს გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.