თიბილოვისგან გენპროკურორის გადაყენაბას მოითხოვენ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
თვითაღიარებული სამხრეთი ოსეთის პარლამენტის 22 წევრი მიმართავს ანატოლი ბიბილოვს, თანამდებობიდან გადააყენოს გენერალური პროკურორი ურუზმაგ ჯაგაევი.
„კანონმდებლობის აღსრულებაზე არასათანადო ზედამხედველობის გამო, რამაც გამოიწვია მოქალაქე ინალ ჯაბიევის სიკვდილი, მოვითხოვთ სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის გადადგომას“, - ნაქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერს 22 დეპუტატი.
29 აგვიტოს გამართულ საგანგებო სესიაზე მხოლოდ ეს ერთადერთი საკითხი განიხილებოდა.
28 წლის ინალ ჯაბიევი, რომელიც ოკუპირებული რეგიონის მილიციამ დააკავა შს მინისტრზე თავდასხმის ბრალდებით, სავარაუდოდ, წამების შედეგად გარდაიცვალა.
28 აგვიტოს ცხინვალში გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი იძულებული გახდა მთავრობა დაეთხოვა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30810357.html
#ახალი_ამბები
#twitter