საპროტესტო აქცია ზუგდიდში.

Zugdidi Daily

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დევნილთა კორპუსის მშენებლობაზე დასაქმებულმა “დაგის” მუშებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ხელფასი, რომელიც მათ ამ საქმიანობისთვის ეკუთვნით, მათი შემოსავლის ერთადერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს. უკვე მეორე თვეა კუთვნილი ხელფასი არ აუღიათ. კომპანია “დაგის” მუშები ამბობენ, რომ ამ კომპანიის წარმომადგენლები მათ ატყუებენ და უხელფასოდ ტოვებენ. კომპანიაში ადასტურებენ დავალიანების ქონას და ამბობენ, რომ მას უახლოს მომავალში დაფარავენ. #ზუგდიდი #დევნილთაკორპუსწბი #საპროტესტოაქცუა #კომპანია #დაგი