ზოოპარკში ვეფხვის თავდასხმის შედეგად 55 წლის ქალი დაიღუპა
Tbilisi Daily
შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ზოოპარკის ბინადარმა ვეფხვმა ცხოველების მომვლელი ვიზიტორებისა და ზოოპარკის თანამშრომლების თვალწინ მოკლა.
როგორც BBC წერს, ამურის ჯიშის ვეფხვი 55 წლის ქალს თავს დაესხა. როგორც ზოოპარკის ადმინისტრაცია განმარტავს, თანამშრომლები მის დასახმარებლად მივიდნენ და მოახერხეს ვეფხვის გალიიდან გაყვანა, მაგრამ სამედიცინო დახმარება უშედეგო აღმოჩნდა და ქალი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.
ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს იმის გასარკვევად, თუ რატომ იმყოფებოდა ზოოპარკის თანამშრომელი ვეფხვთან ერთად გალიაში. ვეფხვი, სახელად "ირინა“ 2015 წელს დანიაში დაიბადა და გასულ წელს ციურიხში გადაიყვანეს.
______
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com