დიდ ბრიტანეთში COVID 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 30 ათასს გადააჭარბა
Tbilisi Daily
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 649-ით გაიზარდა და ჯამში 30 076 შეადგინა.
დიდი ბრიტანეთი COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილს იკავებს. ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობა 202 ათასს აღემატება.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონის მიმდინარე კვირის ბოლოს მიმართვით წარდგება და კარანტინის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმას გამოაცხადებს.
#დიდიბრიტანეთი# COVID 19#TbilisyDaily#DailyNews#