საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევაა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა. ეს 17 ივლისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1137-მდე გაიზარდა. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე 27 ივლისს, დილით განახლებული მონაცემებით, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 2 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 922. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 16 ადამიანი. 27 ივლისის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 6439 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 326. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. მათგან 38 ავღანეთში ნატოს სამშვიდობო მისიაში მონაწილე სამხედროა.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30748779.html #ახალი_ამბები #twitter