ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში ენმ-მ მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელა მურთაზ ზოდელავა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფოთის, ხობისა და სენაკის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი მურთაზ ზოდელავა დაასახელა. ის იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი. 2009 წელს ზოდელავამ დაიკავა მთავარი პროკურორის თანამდებობა. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში „ევროპული საქართველოდან“ კენჭს იყრის გიგა ბოკერია, „ქართული ოცნებიდან“ - ფოთის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია. https://www.radiotavisupleba.ge/a/30817453.html #ახალი_ამბები #twitter