დღეს, უმრავლესობა ოპოზიციისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტაზე არ იმსჯელებს - კობახიძე
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
„ქართული ოცნების“ უმრავლესობა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით,20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს სურს პარლამენტში შესვლა, თუმცაშანტაჟისა და ბულინგის გამო ვერ ახერხებენამ ნაბიჯის გადადგმას.
''ხანგრძლივი დისკუსიისშემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება ამ ეტაპზე ოპოზიციის წარდგენით არჩეული 51 დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგანთავის შეკავების თაობაზე. ''ქართული ოცნების'' ეს პრაგმატული გადაწყვეტილება დაეფუძნა რამდენიმე ძირითად მოსაზრებას.
რადიკალური ოპოზიცია პროცედურული ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობს განახორციელოს ის, რასაც ჩვენ ვუწოდებდით პარლამენტის საბოტაჟს და რაც გასულ ორშაბათს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კიდევ უფრო მწვავედ შეაფასა, როგორც დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა.
საქართველოს აქვს გამართული კონსტიტუცია, რომელიც დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ პროცედურულ ინსტუმენტებს, კიდევ უფრო ქმედით პროცედურულ ინსტრუმენტებს უპირისპირებს. ამგვარია პარლამენტის შესაძლებლობა დაუპირისპირდეს პარლამენტის საბოტაშს და მის განმახორციელებელ დეპუტატებს არ შეუწყვიტოს საპარლამენტო მანდატები.
დღეს, საქართველოს პარლამენტში უკვე წარმოდგენილია სამი პოლიტიკური პარტია. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის მიერ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის ყოველგვარი მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული. თუმცა, ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ის გარემოება, რომ იმ დეპუტატებს, რომლებმაც წარადგინეს განცხადებები სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის თაობაზე, საპარლამენტო არჩევნებში მხარი ამომრჩევლის 39-მა პროცენტმა დაუჭირა. შესაბამისად, ჩვენ ამ დეპუტატებს მივეცით კიდევ ერთი შესაძლებლობა, პატივი სცენ მათი მხარდამჭერების ნებას, რომელთა ორი მესამედი, როგორც ეს უკანასკნელმა სოციოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, მათი ფავორიტი პარტიების პარლამენტში შესვლის მომხრეა;
გარდა ამისა, ჩვენ გავითვალისწინეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულება საკითხისადმი, რომელიც რადიკალური ოპოზიციისთვის კონსტრუქციულ რელსებზე გადასვლის კიდევ ერთი შანსის მიცემისკენ იხრება'' - განაცხადა კობახიძემ.