პარლამენტში დღეს 2021 წლის ბიუჯეტის განიხილავენ

Pirveliradio Ge

პარლამენტში დღეს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელებენ. პარლამენტის მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტის განხილვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მოხდება. გარდა ამისა, დღესვე კომიტეტზე საქართველოს ეროვნული ბანკის 2019 წლის ანგარიშსაც განიხილავენ. საკანონმდებლო ორგანოში კობა გვენეტაძეს ელიან. ამასთან, 5 ივნისს ბიუჯეტში ცვლილებას შეიტანენ, რაც ყველა სახის ხარჯების შემცირებას გულისხმობს. თუმცა, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ შემცირებულ ხარჯები დაპირებულზე ბევრად ცოტაა. ხელისუფლების ოპონენტებს მწვავე კითხვები აქვთ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელთანაც. http://pirveliradio.ge/?newsid=144838