გორის მერი ბაჩალიაშვილის დედაზე თანამშრომლის პოსტს ემიჯნება და მისგან განმარტებას ითხოვს
Pirveliradio Ge
არ მქონდა ნანახი ეს პოსტი - გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ბაჩალიაშვილის დედაზე დაწერილ Facebook პოსტს ემიჯნება, რომელიც მერიის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის უფროსმა შმაგი ხუბულურმა გამოაქვეყნა. ხუბულურმა თამაზაშვილზე დაწერა, რომ "ნაცებმა სარალიძე 2 გამოაცხვეს".
"არ მქონდა ნანახი ეს პოსტი, Facebook-ს ნაკლებად ვხმარობ, დღეს ჩამაყენეს საქმის კურსში და ვთხოვე მაგათ ააიპის ხელმძღვანელს, რომ გაარკვიოს, რატომ დადო ასეთი პოსტი და ალბათ, მეტყვიან, რატომ დაწერა", - თქვა თავზარაშვილმა ფორმულასთან საუბრისას.
გორის მერი, ხუბულურისგან ახსნა-განმარტებას ელოდება, რატომ დაწერა ამ შინაარსის პოსტი და მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას სწორედ ამ განმარტების შემდეგ მიიღებს.