Რატომ გაშიშვლდა CHANEL-ის პირველი ტრანსგენდერი მოდელი

Tbilisi Daily

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც CHANEL-ის პირველი ტრანსგენდერი მოდელი გახდა, შიშველი ფოტო საწოლზე გადაიღო. გოგონამ სელფი სარკეში გადაიღო და ინსტაგრამზე დადო. “რამდენი შეურაცხყოფაც არ უნდა მომაყენოთ, ამით მხოლოდ უკეთესი გავხდები“ – განაცხადა მოდელმა, რომელიც ხშირად სიძულვილის ენის და კრიტიკის ადრესატია. კვინლივანის სექსუალურმა კადრმა გამომწერების დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია: "რა საჭიროა ყველაფრის ასე გამოფენა?“, “აღარ არის საინტერესო, უკვე ყველაფერი ვნახეთ“, “რა გამხდარია“ , “საშინელი ფეხები აქვს“–წერენ მიმდევრები. ასევე, ბევრი გულშემატკივარი წერდა, რომ მათ ფოტო მოეწონათ “იდეალური სხეული“, “რა ლამაზი მუცელი გაქვს“, “კარგი გოგო ხარ“.