საქართველოს პრეზიდენტი უკრაინელ ხალხს უსამძიმრებს

Tbilisi Daily

საქართველოს პრეზიდენტი, ავიაკატასტროფის გამო, უკრაინელ ხალხს სამძიმარს უცხადებს. „ძალიან მტკივნეულია აღმოსავლეთ უკრაინაში მომხდარ ავიაკატასტროფაში ახალგაზრდა კურსანტებისა და მფრინავების დაღუპვის შესახებ გაგება. ჩემი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებსა და უკრაინელ ხალხთანაა,“- წერს სალომე ზურაბიშვილი. უკრაინაში, ხარკოვის ოლქში სამხედრო თვითმფრინავი 25 სექტემბერს ჩამოვარდა და, ბოლო ინფორმაციით, შემთხვევას 25 ადამიანი ემსხვერპლა.